დატირება _ ტირილით გლოვა, ტირილი (მიცვალებულისა)
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საბოლოო“ _ ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზურგებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი თითების წვერები ეხება ლოყებს ტუჩებთან, ორივე ხელით სრულდება ქვევით მიმართული რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გლოვა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით, ხელები ეხება მკერდს, თითები უფრო იხრება ფალანგებში. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის, სახისა და მხრების დონეზე.
