დანიშვნა

9

დანიშვნა _  რაიმეს შერჩევა, დადგენა, დადება, დროის ან ადგილის დათქმა ან გადაწყვეტა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს, მომდევნო ფაზაში გაშლილი თითებით ქვევით მიმართული მარჯვენა ხელისგული ქვევით მოძრაობს და ეხება ზევით მიმართულ გაშლილ მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.