დანამული _ ნამდაკრული, ნამიანი, დაცვარული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დანამვა“ _ ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება თითების განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელი მარჯვნივ გადაადგილდება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადნობა“ / „დარბილება“ _ ხელისგულები გაშლილი თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ცერები ზევითაა აწეული, თითების წვერები ერთმანეთისკენაა მიმართული, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ, ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.