დამალული

5

დამალული  _  ძნელად მისაგნეელ ადგილას მოთავსებული, შენახული, მოფარებული, დაფარული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამალვა“_ მარჯვენა  ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში მოხრილი თითებით მიმართულია ქვევით, მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი მარცხენას წინ და ქვევით მოძრაობს, ეხება მარცხენა ხელს და ბოლო ფაზაში მარჯვენა  ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „მოფარებული“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხლისგული მიმართულია სხეულისკენ ქვევით მიმართული საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარცხენა ცერს წინ ეფარება მარჯვენა საჩვენებელი და შუა თითები. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.