დაკლებული

1

დაკლებული  _ შემცირებული, ნაკლები

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაკლება“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ეხება მარცხენა ხელისგულს და ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამოკლება“_  მარჯვენას ხელის ზემოთ განთავსებული მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, გაშლილი და წინ მიმართული საჩვენებელი თითით ხელი სხეულისკენ მოძრაობს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია,  ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.