დაბეჯითებით

5

დაბეჯითებით  _ დაჟინებით, გადაჭრით, მტკიცედ

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ _ ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბეჭდვა“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი მუშტად შეკრული თითებით და ქვევით მიმართული ხელისგულით ქვევით ეშვება და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.