დაზამთრება

5

დაზამთრება    _   ზამთრის დადგომა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიცივე“ / „ყინული“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა და მომდევნო ფაზაში ხელისგულები მუშტებად შეკრული თითებით ზევითაა მიმართული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაწყება“ _ ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული, გაშლილი საჩვენებელი თითით მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ზევით მიემართება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.