დავარდნა _ დაცემა, წაქცევა
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს, ბოლო ფაზაში ზევით მიმართული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით დევს მარცხენა ხელისგულზე. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.