დაგლეჯილი

1

დაგლეჯილი   _   ნაფლეთებად ქცევული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური

სიტყვა-ჟესტი „დაგლეჯა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და  ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, სრულდება განსვლითი მოძრაობა და ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები;  ჟესტის მეორე ნაწილია სიტყვა-ჟესტი „ცარიელი“ _ მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ქვევითააა მიმართული, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა  მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.