გულისტკივილი – წუხილი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ – ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტკივილი“ – წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ცერი და შუა თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, ბოლო ფაზაში თითები გაშლილია. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.
