გულიანი – ვისაც თანამგრძნობი გული აქვს, ვინც მართალი და უღალატოა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ – ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თანგადაყოლა“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ჯერ ასრულებს მოძრაობას მარცხნივ, შემდეგ კი – რკალურ მოძრაობას წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
