გულგატეხვა – უიმედობა, ხელის ჩაქნევა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ – ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გატეხვა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ზემოდან ადევს მარცხენას, სრულდება ქვევით მიმართული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
