გონებაჩლუნგი – გონებასუსტი, დაქვეითებული აზროვნების მქონე
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გონება“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, შუბლს ეხება გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩამორჩენა“ – მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთთან ახლოს განთავსებულია ხელისგულები ზევით აწეული ცერებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.
