გენი – მემკვიდრეობითი ბიოქიმიური ფაქტორები
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, იდაყვში გაშლილი და წინ გაწვდილია ზემოთ მიმართული მარცხენა ხელისგული ოდნავ მოხრილი თითებით, ამ ხელს მაჯასთან ზევით-ქვევით განმეორებადი მოძრაობით ეხება მარჯვენა ხელის გაშლილი საჩვენებელი თითი, მარჯვენა ხელის დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად და ხელისგული მიმართულია ქვევით. ჟესტი სრულდება წელის დონეზე.
