გაცვეთა – გაცრეცა, გაქუცვა, გალევა, ხმარებით დახევა; ხმარებით გაფუჭება (ტანსაცმლის)
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნაჭერი“ – ქვევით მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით სხეულისკენაა მიმართული, მარჯვენა ხელი მოძრაობს მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი დინამიკური ჟესტი „ცვეთა“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილია თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.