გაშვება

4

გაშვება      განთავისუფლება, წასვლის ნების მიცემა, გასტუმრება, გაგზავნა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ და ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.