გაღრმავება

2

გაღრმავება  1. სიღრმის მომატება, ღრმად გახდომა;  2.  გაზრდა, გაძლიერება, გაფართოება

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ქვევით დაშვებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით და მოხრილი მუჭით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელი მოძრაობს წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.