განწირული – ვინც განწირეს, უიმედო, გამეტებული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მე – ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი ცერიT და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ეხება სხეულს, სრულდება მოძარაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაყიდვა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით და ცერებზე შემოხვეული საჩვენებელი თითებით, სრულდება ქვევით მიმართული რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
