განგაში – საგანგებო მდგომარეობის გამო ატეხილი ხმაური
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეტყობინება“ – ხელისგული მიმართულია ქვევით, შუბლს ეხება გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება მოძრაობა ქვევით და მომდევნო ფაზაში მხრების დონეზე განთავსებული საჩვენებელი თითი მოხრილია ფალანგებში; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უბედური შემთხვევა“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, არათითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მხრებისა და მკერდის დონეზე.
