გამწვანებული – 1. მწვანედ შეფერილი, 2. მცენარეებით დაფარული
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ახალგაზრდა“/ „მწვანე“ – ხელისგული მიმართულია წინ და მარცხნივ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი ეხება ლოყას და ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღმოცენება“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება და სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის ბოლო ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დარგვა“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები, ცერი ეხება გაშლილი და ზედა ფალანგებში მოხრილი თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება სპირალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მხრებისა და მკერდის დონეზე.