გამცილებელი – ვინც აცილებს ვინმეს ან რამეს
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაცილება“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“– ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება სინქრონულად მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.