გამრავლება – 1. არითმეტიკული მოქმედება 2. მრავლად (მრავალრიცხოვნად) ქცევა, რიცხობრივად გადიდება, ბევრის გაჩენა, მოშენება
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და მარცხენა ხელისგულზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა საჩვენებელი თითი რკალური ტრაექტორიით ასრულებს მოძრაობას ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.