გამოხატვა – დახატვა, ასახვა, გადმოცემა, გამოსახვა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნათელი“/ „აშკარა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი სიტყვა-ჟესტი „ხატვა“ – მხრების დონეზე სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება კლაკნილი ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.