გამოქვაბული

7

გამოქვაბული    მცირე ოთახივით სივრცე კლდეში ან მიწაში

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი წინ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბნელი“ –  სხეულისკენ მიმართულია სახეზე აფარებული ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ბოლო ფაზაში ხელები სახეს სცილდება და თითები იხრება ფალანგებში. ჟესტი სრულდება მკერდის, სახისა და მხრების დონეზე.