გამომუშავება

3

გამომუშავება  შრომით რაიმე ღირებულების შექმნა, რაიმეს მიღება, მოპოვება, დამზადება, გამოშვება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შრომა” ხელისგულები მიმართულია ქვევით, ცერები ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი ზემოთაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელები ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიღება“   ხელისგულები ზევითაა მიმართული გაშლილი თითებით, ბოლო ფაზაში თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.