გამო

6

გამო  მიზეზით, …-თვის.

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული ძ-კონფიგურაციით: გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზედა ფალანგებში მოხრილი თითებით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელი ეშვება ქვევით, მარცხენა ხელის ქვეშ გადის და ზემოთ იწევს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.