გამოტოვება

7

გამოტოვება     სიტყვის გამორჩენა, გაცდენა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვა“  მარცხენა ხელისგული მიმართულია  სხეულისკენ, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ და სხეულისკენ, გაშლილი და ოდნავ მოხრილი ცერი და საჩვენებელი თითით  გამოსახულია ღია წრე, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელი მოძრაობს წინ და ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამოკლება“    მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ზემოთ განთავსებული მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი გადაადგილდება ზევით და სხეულისკენ. ჟესტი სრულდება  მკერდის დონეზე.