გამორთვა – გამოთიშვა
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, წინ წაწეული მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ და ქვევით, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.