გათელვა – გაქელვა, არაფრად ჩაგდება, შეურაცხყოფა, განადგურება
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ და ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, თითების წვერები ერთმანეთთან ახლოსაა მიტანილი, ცერები ზევითაა წამოწეული, ორივე ხელით სრულდება მოძრაობა წინ, მომდევნო ფაზაში ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ჩაკეცილი ცერებით, ბოლო ფაზაში ორივე ხელის თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.