გადასახადი – ფულადი შესატანი, საკანონმდებლო წესით დადგენილი სავალდებულო შესატანი სახელმწიფო ბიუჯეტში საწარმოების თუ მოსახლეობის მიერ
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი –
მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ზევითაა მიმართული,ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა – ხელისგული წინაა მიმართული მუშტად შეკრული თითებით და ცერზე შემოხვეული საჩვენებელი თითით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ბოლო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი სრულდება მკერდისა და მხრების დონეზე.
