გადამდები – რაც გადაედება, რაც გადადის სხვაზე
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა, მარჯვენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, მარცხენა – წინ, საჩვენებელი თითები ერთმანეთზეა გადაჭდობილი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
