გაგორება – რამის გორებით გადაადგილება
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს. სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
