გაბრაზებული – გაავებული, გაგულისებული, ვინც (რაც) გააბრაზეს ან გაბრაზდა
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბრაზი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ხელი ეხება მკერდს, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.
