გაბატონება – ბატონად გახდომა, ბატონად ქცევა ვინმეზე (რაიმეზე) ძალაუფლების მოპოვება, ვინმეს ან რაიმეს დამორჩილება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაპყრობა“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი
მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ, შემდეგ ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბატონი“ –– სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ეხება მკერდს ჯერ მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.
