ბულბული

3

ბულბული  _ მონაცრისფრო პატარა მგალობელი ჩიტი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ნისკარტი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილია ცერი, საჩვენებელი და შუა თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, გაშლილი თითებით სახის წინ სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური. პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ფრენა“ _ იდაყვებში განზე გაწულია ხელები, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.