სასადილო _ სადილისათვის, სმა-ჭამისათვის განკუთვნილი ადგილი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭამა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა _ მუშტად შეკრული თითებით და სხეულისკენ მიმართული ცერებით ხელისგულები მიმართულია წინ, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით და ერთმანეთისკენ მიმართული მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარცხნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარჯვნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.