ბრალმდებელი

17

ბრალმდებელი  _  ვინც სამართალში მიცემულ პირს ბრალს სდებს, ვინც სასამართლოში ბრალდებას ასაბუთებს, პროკურორი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბრალი“ _ ქვევით მიმართულია ტუჩების წინ განთავსებული ხელისგული, შუა და საჩვენებელი თითები ეხება ცერს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სხეულისკენ და მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი მარცხნივ მოძრაობს და საჩვენებელი თითით ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.