როიალი

57

როიალი _  ფორტეპიანო, კლავიშებიანი მუსიკალური საკრავი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „პიანინო“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითების მონაცვლეობითი რხევით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარცხნივ-მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „როიალის ფორმა“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელი იდაყვით ეყრდნობა მარცხენა ხელისგულის ზურგს, გაშლილი და ზევით აღმართული, ოდავ მარცხნივ გადახრილი თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.