ბრალდება _ დაბრალება, ბრალის დადება, დამნაშავედ მიჩნევა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბრალი“ _ ქვევით მიმართულია ტუჩების წინ განთავსებული ხელისგული, შუა და საჩვენებელი თითები ეხება ცერს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი _ ხელისგული წინ და ქვევითაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.