ბოსტანი _ მიწის ნაკვეთი, სადაც მოჰყავთ მწვანილი და ბოსტნეული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბაღი“ _ ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ზევით აღმართული ცერებით, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით, თითები ერთმანეთს მსუბუქად ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თესვა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, ზედა ფალანგებში მოხრილი თითები წვერებით ეხება ცერებს, სრულდება ორჯერადი (ან სამჯერადი) რკალური მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.