ბოსელი

11

ბოსელი _  მსხვილფეხა რქიანი საქონლის სადგომი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ძროხა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ცერები მიდებულია საფეთქლებთან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „სახლი“  _ გაშლილი ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, თითების წვერები ერთმანეთს ეხება და ხელები წინ მიემართება. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.