ბორძიკი _ ფორხილი, წაფორხილება, ფეხის გადაბრუნება და წაბარბაცება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლაპარაკი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილია ცერი, საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, გაშლილი თითებით სახის წინ სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, დინამიკური, ასიმეტრიული სიტყვა-ჟესტი “შეწყვეტა“_ ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა მოძრაობს ქვევით და გაშლილი თითებით ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.