ბომბი _ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატენილი ჭურვი
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელისგული განთავსებულია მარცხენა ხელის ქვეშ და მარცხნივაა მიმართული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილია მარჯვენა ხელის თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.