ბოთლი _ შუშის ან სინთეტიკური მასალის მომცრო ვიწროყელიანი ჭურჭელი სითხისათვის
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, იდაყვში მოხრილია ხელი და მუშტად შეკრული თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, მარჯვენა იდაყვს ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ქვევით და ზურგით ეხება მარჯვენა იდაყვს, მარჯვენა ხელი მაჯაში ტრიალებს და ასრულებს რკალური ტრაექტორიის განმეორებად მოძრაობას მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.