ბირთვი _ ბურთის ფორმის საგანი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია სიტყვა-ჟესტი „ჯგუფი“ _ ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია, წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრე, განზე გაწეული ხელები ერთმანეთს უახლოვდება და ეხება საჩვენებელი თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მეგობრულად“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ხელები გადაჭდობილია ერთმანეთს, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.