მილოცვა _ სიხარულის გამოცხადება ვინმესთვის მისი წარმატების ან რამე სასიამოვნო მოვლენის გამო
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ხელები ეხება მკერდს, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ, ბოლო ფაზაში ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.