ლექსიკა _ სიტყვების მარაგი, ლექსიკური შემადგენლობა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვა“ _ მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, ცერით და საჩვენებელი თითით გამოსახულია ღია წრე, ხელი მოძრაობს მარცხნივ და ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვების ჩამოწერა“ /„სიტყვების ჩამონათვალი“ _ მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, მოხრილი ცერით და საჩვენებელი თითით გამოსახულია ღია წრე, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელი მოძრაობს ქვევით და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.