კუბდარი

097

კუბდარი  _ ხორციანი ღვეზელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ხორცი“ _ ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ხელი ეხება ყელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ხაჭაპური“ _  ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ასევე განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.