ბეტონი

61

ბეტონი  _  საშენი მასალა, ცემენტის დუღაბში არეული ღორღი, ხრეში და სხვა, რომელიც გაშრობისთანავე მეტად მყარი ხდება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.