ისევ – კვლავ, ძველებურად, კვლავინდებურად, ხელახლა, კიდევ
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, მარცხნივ მიმართულია ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით, მარჯვენა საჩვენებელი თითი ზემოდან ეხება მარცხენა ხელს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.